გიორგი ამილახვარი - წელს ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში და მასში 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტებში სტუდენტთა ინტერესების მიხედვით სხვადასხვა კლუბს მისცემს განვითარების შესაძლებლობას.

ამილახვარის განმარტებით, ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა სხვადასხვა იდეის გაცვლის, როგორც მთავრობის ან სხვა წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის.

„ჩვენ გავაძლიერებთ არამხოლოდ მასიურ მიმართულებას, სადაც ბევრი ადამიანი ჩაერთვება, არამედ ინტერესთა კლუბებს. შეიქმნება სპეციალური პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტებში სტუდენტთა ინტერესების მიხედვით სხვადასხვა კლუბს მისცემს განვითარების შესაძლებლობას. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა სხვადასხვა იდეის გაცვლის, როგორც მთავრობის ან სხვა წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის. ბუნებრივია, ამის დიდი ინტერესი არსებობს დღეს უნივერსიტეტებსა და ახალგაზრდებში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გარდა საუნივერსიტეტო ცხოვრებისა, სტუდენტებს შევუქმნათ დამატებითი შესაძლებლობები, რომელიც მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ინტერესების მიხედვით, იდეათა გაცვლის საფუძველზე გარკვეული მოღვაწეობა განახორციელონ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებას სრულად დავუჭერთ მხარს. აღნიშნული მიმართულების საფუძვლები წინა სემესტრშიც დავიწყეთ საგანმანათლებლო პოლიტიკის ფარგლებში, მაგრამ ახლა ახალგაზრდულ პოლიტიკასთან ერთად სინერგიით, გაცილებით უფრო გაფართოებული მასშტაბით უახლოეს კვირებში დაიწყება აღნიშნული მიმართულებაც“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

რაც შეეხება ბანაკებს, განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში, რაშიც 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება.

„რა თქმა უნდა, ბანაკები არის და იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდებისთვის. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო დაგვეტვირთა შინაარსობრივად და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ამიტომ, წელს აღნიშნული ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში და 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება ამ მიმართულებაში, სადაც ასევე 400-მდე ახალგაზრდა იქნება დასაქმებული.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც გვინდა რომ შემოვიტანოთ, არის, რომ შინაარსობრივად ბანაკებში გატარებული დრო, გვინდა რომ უფრო შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დავტვირთოთ, მათ შორის ცნობილი სპორტსმენების,ხელოვანების, მომღერლების თუ მწერლების მიყვანით, რომ უფრო აქტიური საბანაკე პერიოდი გაატარონ ჩვენმა ახალგაზრდებმა და არ იყოს ეს მხოლოდ იმ დღიური დღის წესრიგით დატვირთული აქტივობებით, რომელსაც ბანაკი მოიცავს. ამ კუთხით წელს რაოდენობაც საკმაოდ მასშტაბური გვექნება.

ჩვენ არ გვინდოდა შემოვფარგლულიყავით იმ ბანაკებით, რომელიც ისედაც ყოველ წელს ხორციელდება და ვიფიქრეთ, რომ სხვადასხვა ინტერესის მიხედვით სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სტუდენტებს ასევე გავუკეთოთ თემატური ბანაკები. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულ ინტერესის სფეროს, ვინაიდან ყველას მოგვეხსენება, რომ ახალგაზრდებს ინტერესები გააჩნიათ და ჩვენ გვინდა, თითოეულ მათგანს ვუპასუხოთ, შესაბამისად შევქმნათ ისეთი სერვისები და პროდუქტი, რომელიც მისცემს მათ სრული რეალიზების საშუალებას. ამიტომ შემოვიტანეთ თემატური ბანაკები, რომელიც პერიოდულად გამოცხადდება და განხორციელდება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის.

წელს ჯარის ბანაკი გაცილებით უფრო გაფართოვდება, როგორც რაოდენობის, ასევე ლოკაციის და შინაარსის თვალსაზრისით. ეს განხორციელდება კოჯორში, საჩხერესა და ახალქალაქის ბაზებზე. ეს მიმართულება უდიდესი მოთხოვნით სარგებლობს“, - განაცხადა ამილახვარვარმა.

რაც შეეხება ახალგაზრდების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამ კუთხით შეიქმნება შესაბამისი საბჭოები როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აქტივობებსა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებში. ამიტომ, ამ კუთხით ვიქნებით ძალიან გახსნილები და შევქმნით შესაბამის საბჭოებს როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში. აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა მუნიციპალიტეტთან, რომ ახალგაზრდების იდეები, მათი აქტივობები თავმოყრილი იყოს ორგანიზებულად და მათ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ, გაეცნონ სახელმწიფო საქმეებს, იყვნენ მასთან შემხებლობაში და გადაწყვეტილებების პროცესშიც იყვნენ აქტიურები და ჩართულები. ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც სახელმწიფოში გვაქვს, არის ადამიანური კაპიტალის შექმნა, რაც ახალგაზრდების გარეშე შეუძლებელია.

ამიტომ, დღეიდან განსაკუთრებული ყურადღება, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიენიჭება ამ მიმართულებას და განათლების სამინისტრო, და სხვადასხვა უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ განათლების რეფორმასთან ერთად, ახალგაზრდების ცხოვრება გაცილებით უფრო ჯანსაღი, შემეცნებითი, მორალურ საკითხებზე დაფუძნებული და სახელმწიფოსთვის შედეგის მომტანი ყოფილიყო“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო