ირაკლი კობახიძე - წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ადამიანს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს

მინდა გამოვყო სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.

პრემიერის თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება.

„ეს ხედვები, ცხადია, ახალგაზრდული პოლიტიკის ზოგად ხედვაში სათანადოდ აისახება. მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ეფექტიან და თანმიმდევრულ პოლიტიკას გაატარებს.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ადამიანს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ პროფესიულ ცხოვრებაში სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგან და ეს იქნება ამ ყველაფრის უნიკალური შესაძლებლობა. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საბოლოო სახეს მიიღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე. უახლოეს დღეებში სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, პირველად ხედვას. ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან და ამის შემდეგ, ამის საფუძველზე უნდა დაიხვეწოს საბოლოო სახით ეს გეგმა და უკვე შემოდგომაზე დაიწყება ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა ჩვენი ახალგაზრდებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ეს არის ჩვენი გეგმების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი.

დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი წარადგენს დეტალურ გეგმას, ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას. ეს მოიცავს, როგორც ახალგაზრდების პროფესიული განვითარების, ისე დასაქმების მხარდაჭერას, ასევე მოიცავს მასშტაბურ შემეცნებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. ახალი გეგმა ახალგაზრდებს მოგცემთ შესაძლებლობას ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობაში, წარმოადგინოთ, განახორციელოთ ინოვაციური იდეები, საკუთარი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებაში.

მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ხელმძღვანელობას, პირადად მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელიც გაწეულ იქნა მთელი ამ წლების განმავლობაში და ასევე იმ გეგმებისთვის, რომლებიც არის დასახული სამომავლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია