ომბუდსმენი - ხელვაჩაურის ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მითითებაა, რომ გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით იარონ, დაუშვებელია მათ შარვლის ჩაცმა აეკრძალოთ - დირექციას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილებისკენ მოვუწოდებთ

2024 წლის 28 თებერვალს სახალხო დამცველმა სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში ზოგადი წინადადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს და მოუწოდა - არ დაუშვას სკოლაში სქესის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გაატაროს თანასწორობის პოლიტიკა, ხოლო სასკოლო ფორმასთან მიმართებით, უზრუნველყოს მოსწავლეების არჩევანის თავისუფლება. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მკაცრი მითითებით, მოსწავლე გოგოებმა სკოლაში ქვედაბოლოთი და თეთრი ბლუზით უნდა იარონ. თუმცა, საქმისწარმოების მიხედვით, ადმინისტრაციას რაიმე დირექტივა სასკოლო ფორმასთან დაკავშირებით არ გაუცია და ის რომ, მოსწავლე გოგოები შარვლით მხოლოდ ზამთრის პერიოდში დაიშვებიან, უშუალოდ სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებაა.

„სკოლამ სახალხო დამცველს ვერ წარუდგინა რაციონალური არგუმენტაცია, რომელიც გოგოებისთვის არჩევანის შესაძლებლობის შეზღუდვასა და შარვლის ჩაცმის აკრძალვას გაამართლებდა.

საკანონმდებლო ჩარჩოს გათვალისწინებით, ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა იცავდეს არადისკრიმინაციულობის პრინციპს. შესაბამისად, დაუშვებელია სკოლამ თვითნებურად განსაზღვროს მოსწავლეთა ჩაცმის წესები და გოგოებს შარვლის ჩაცმის უფლება აუკრძალოს.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა, ასევე იმსჯელა გენდერულ თანასწორობის კუთხით არსებულ ზოგად გამოწვევებზე, სკოლის მოსწავლეთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების თანასწორობის პრიზმით განხილვის მნიშვნელობასა და სკოლის შესაბამის ვალდებულებებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ზოგადი წინადადება

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა