გია ცაგარეიშვილი ოპოზიციას - ფასები აფრიალეს, რომ 2012 წელს, თურმე, 11 ლარი ღირდა ხორცი, თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი, ხალხის ზურგს უკან თქვენ შემოიღეთ მონოპოლიური ფასი

ფასები აფრიალეს, რომ 2012 წელს, თურმე, 11 ლარი ღირდა ხორცი, თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი, ხალხის ზურგს უკან თქვენ შემოიღეთ მონოპოლიური ფასი - ეს არის კანონის დამსახურება, რომელიც 2010 წლის ბოლოს მიიღეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ფასების მატებაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა.

ცაგარეიშვილმა სხდომათა დარბაზში წაიკითხა 2011 წლის 8 ივნისს მედიაში გამოქვეყნებული სტატია, სადაც ხორცის გაძვირებაზეა საუბარი.

„ეს არის ამ კანონის დამსახურება, ესაა კენჭისყრის შედეგები, 2010 წლის ბოლოა, როცა „საქონლის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონში მიიღეთ ცვლილება. შექმენით 2 სასაკლაო, რა თქმა უნდა, ორივე თქვენთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო შეზრდილი. მანიპულაციების მეშვეობით დააწესეთ მონოპოლიური ფასები, ერთ კვირაში 8 ლარით გააძვირეთ ხორცი. აქ ფასები აფრიალეს, რომ 2012 წელს თურმე 11 ლარი ღირდა ხორცი, ქალბატონმა თამარმა (ჩარკვიანმა) თქვა, ბოდიშს მოვიხდი, თუ ტყუილიაო, ჰოდა, სად წაბრძანდა ეს ქალბატონი? ბოდიში არ გაქვთ მოსახდელი?! ბოდიში მოიხადეთ, რომ თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი, ხალხის ზურგს უკან თქვენ შემოიღეთ მონოპოლიური ფასი ხორცზე და არამხოლოდ. ეს რომ თქვენი "პიარშიკების" დაგეგმილი კამპანიაა და შემოგასაღეს ამ ფასებზე საუბარი, ეს ნათელია.

ჯანდაცვას რაც შეეხება, ბატონო რომან, ძვირფასო, თქვენს დროს დააძვრეს კბილები ნახევარ საქართველოს და ღიმილიანი საქართველო დატოვეს ასე გაღიმებული. თქვენ დროს დაიწყეს 100 საავადმყოფოს პროგრამა და 2 ვერ გახსენით, ტენდერები მოაგებინეს სადაზღვევო კომპანიებს, მერე დაუარეთ, საპროცესო გაუფორმეთ და დილეგებში ჩაყარეთ, აწამეთ ეს ხალხი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება