თამარ გაბუნია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გაბუნია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შერაზ გასრის შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, განხორციელებული რეფორმები და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია.

თამარ გაბუნიამ, საფრანგეთის მთავრობას ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავის მხრივ, ელჩმა, სამომავლო თანამშრომლობისთვის, მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო თამარ გაბუნიას ვიზიტს საფრანგეთში. ღონისძიების ფარგლებში, განხილული იქნება ჯანმრთელობისა და კლიმატის საკითხები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ჰაერის დაბინძურების შემცირება, წყლის ხარისხის გაუმჯობესება და ქიმიკატების ზემოქმედებით გამოწვეული ავადობის პრევენცია. აღნიშნული ღონისძიება, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, საფრანგეთში, 18-21 მარტს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას