თამარ კორძაია - ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული - ვხედავთ, სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი

რომელ ჯანსაღ გარემოზე ვლაპარაკობთ და რომელ ახალ პროექტების მიღებაზე, მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიად არის ქცეული, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა სექსუალური შევიწროების ფაქტები, რომელიც ქვეყანაში ხდება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც აწუხებთ და აუცილებელია ძალისხმევა მათ დასაძლევად იქნეს მიმართული.

„სამწუხაროდ, ამ ფონზე, განათლების მინისტრმა ნაცვლად იმისა, რომ სკოლებში აღნიშნულ საკითხებზე მეტი ყურადღება გაამახვილოს, გადაწყვიტა, რომ საარჩევნოდ სტუდენტები მოისყიდოს, სამწლიანი საბაკალავრო სწავლების და ერთწლიანი სამაგისტრო სწავლების რეფორმებს გვიანონსებს. ჩვენ ვხედავთ, სად გადის უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი და სად არის რეალური ინტერესი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია