გლობალური სტარტაპ ფონდის სამიტს ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის დასახელებული ანტრეპრენერი დაესწრება

გლობალური სტარტაპ ფონდის სამიტის ფარგლებში, საქართველოს სერიული ანტრეპრენერი, 70-ზე მეტი სტარტაპის ანგელოზი ინვესტორი, ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის დასახელებული და „ტექსტარს“ თელ-ავივის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰილა ოვილ ბრენერი ეწვევა. ქართული სტარტაპებისთვის, ინოვაციების, მეცნიერებისა და კვლევების სფეროს წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის, სამიტი 28-29 მაისს თბილისში გაიმართება.

ჰილა ოვილ ბრენერი მეწარმე ქალთა აქტიური მხარდამჭერია მსოფლიოში. მისი დაფუძნებულია ორგანიზაცია Yazamiyot, რომელშიც 5 500-ზე მეტი მეწარმე ქალია გაერთიანებული და ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. 2024 წელს ჰილა ოვილ ბრენერი ამერიკული ჰოლდინგის Arieli Capital-ის პარტნიორი გახდა. ჰოლდინგი ინვესტირებას ახდენს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში, ინოვაციურ პლატფორმებსა და საჯარო, აკადემიურ და კერძო სექტორში.

აღსანიშნავია ისიც, რომ გლობალური სტარტაპ ფონდის 2023 წლის ღონისძიებაზე ჰილა ოვილ ბრენერი სამიტის Keynote სპიკერი და პანელისტი იყო. ეკოსისტემის ფორმირების პროცესში, ე.წ. სტარტაპ ერისგან - ისრაელისგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება დიდ როლს ასრულებს საქართველოში. სწორედ ამიტომ 2024 წლის სამიტზე სპიკერი მონაწილეებს უკვე ახალი ამპლუით საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

2019 წელს, ისრაელის მხარესთან პარტნიორობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი, სამიტს ყოველწლიურად მართავს. სამიტის ფარგლებში, სტარტაპების მიერ, მილიონზე მეტი დაფინანსებაა წლების განმავლობაში მოპოვებული და ღონისძიების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და სხვა კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სამიტს მნიშვნელოვან მისიას აკისრებს - მონიშნოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა გლობალური ინოვაციების რუკაზე და შესაძლებლობა მისცეს ადგილობრივ, თუ რეგიონალურ სტარტაპებს, განვითარდნენ საერთაშორისო ბაზრებზე.

(R)

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე