ისლანდიის პრეზიდენტი - ჩვენ გავიაზრეთ, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ

საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტითმყოფმა, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, მიესალმება საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში და ამ მიმართულებითაც მზად არიან, მხარდაჭერა გამოგვიცხადონ.

„მადლობას გიხდით ქალბატონო პრეზიდენტო, რომ საქართველოში, ამ მშვენიერ ქვეყანაში გვიმასპინძლეთ. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი ოცნება, საქართველოს ვსტუმრებოდი. პირველად ქართველ ხალხს 1990 წელს შევხვდი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე. მე ინგლისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვასწავლიდი და იქ ქართველ სტუდენტებს შევხვდი. ამ დღის შემდეგ ჩემი ოცნება იყო საქართველოში სტუმრობა.

საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. ყველა ის ასპექტი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მიერ იქნა განხილული. როდესაც ორმხრივ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ამ მხრივ საქართველოს სრულებით ვუჭერთ მხარს. ასევე მივესალმებით საქართველოს როლს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ ალიანსში. ამ მიმართულებითაც მზად ვართ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ.

ისლანდია და საქართველო ძალიან პატარა ქვეყნები გახლავთ, შესაბამისად აუცილებელია ჩვენთვის, რომ საერთაშორისო კანონი იქნას პატივცემული. რომ ძალა არ იყოს ის, რაც ყველაზე ღირებულია დღევანდელ მსოფლიოში. შესაბამისად, ისლანდიამ პირველი დღიდან დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში და შესთავაზა უკრაინას დახმარება. ჩვენ მივიღეთ ისლანდიაში უკრაინიდან დევნილი ხალხი. ჩვენ გავიაზრეთ ამ პროცესში, რომ რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ნებისმიერი აგრესია დავგმოთ“, - განაცხადა გუდნი იოჰანესონმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში