ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს - ინდოეთს და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა თქვენი ლიდერობის პერიოდშიც განაგრძობს გაძლიერებას

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას. ინდოეთს და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ბოლო დროს, ჩვენი ორმხრივი კავშირები სტაბილურად გაძლიერდა და მრავალფეროვანი გახდა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა განაგრძობს გაძლიერებას თქვენი ლიდერობის პერიოდში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ურთიერთობები ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ“, - აღნიშნულია ინდოეთის პრემიერის მისალოც წერილში.

ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებას უსურვებს.

„თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მხრიდან უდიდესი პატივისცემის გარანტიები“, - წერს ინდოეთის პრემიერი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია