ალექსანდრე მოწერელია - შესაძლო კორუფციული გარიგების თვალსაჩინო მაგალითი არის ბალდის კანიონი

ყველა წარმატებული სახელმწიფოსთვის მთავარი სამიზნე სწორედ კორუფციაა. შესაძლო კორუფციული გარიგების თვალსაჩინო მაგალითი არის ბალდის კანიონი და მის გარშემო არსებული მდგომარეობა, რომელსაც დაემატა ასევე უმწვავესი დაპირისპირება ადამიანებს შორის და ამ ყველაფერს გულგრილად ადევნებს თვალს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, კანიონი უნდა განვითარდეს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.

„სამწუხაროდ, დღეს ისევ კორუფციაზე მიწევს საუბარი. კორუფცია აფერხებს განვითარებას და ასუსტებს თანამედროვე საზოგადოებას. კორუფცია არყევს საზოგადოების რწმენას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. კორუფცია ხელს უშლის განვითარებად სახელმწიფოებს პროგრესში. კორუფცია არის მთავარი მტერი მოსახლეობის კეთილდღეობის და სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს ამ დარბაზში, მივმართო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს, დროულად ჩაერიოს ამ საკითხში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ დროულად გაიწვიოს უკანონო გადაწყვეტილება კანიონის გასხვისებასთან დაკავშირებით. განავითარეთ კანიონი, ამას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ განავითარეთ კანონის ფარგლებში, აღასრულეთ ის რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული მოსახლეობასთან კომუნიკაციით და საჯარო განხილვის შესაბამისად. ასევე, მიმართავ ანტიკორუფციულ ბიუროს, დროულად იმოქმედოს და გამოიძიოს შესაძლო კორუფციული გარიგება“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით