საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია “საქართველოს ბანკი”

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2-3 ივლისს თბილისში, სასტუმრო რუმსში ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ეკონომიკური პოლიტიკების შესახებ დისკუსია და კვლევების პრეზენტაცია.

მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ქართველმა და უცხოელმა მკვლევარებმა საკუთარი კვლევები 31 მარტამდე უნდა ატვირთონ ვებგვერდზე. შერჩეული კვლევები 15 აპრილამდე გამოვლინდება, რის შემდეგაც დაიწყება რეგისტრაცია.

კონფერენციის საპატიო მომხსენებლები იქნებიან ჯოზეფ ალტონჯი (იელის უნივერსიტეტი, ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიურო (NBER) და ლუიჯი გუიზო (ეინაუდის ეკონომიკისა და ფინანსების ინსტიტუტი, CEPR).

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკის, როგორც სამეცნიერო დარგის მიმართ ინტერესის გაღრმავებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს შესაძლებლობას ქართველი მკვლევრებისთვის, მათ მიერ მომზადებული საერთაშორისო სტანდარტის მქონე კვლევები ფართო აუდიტორიას წარუდგინონ, ჩაერთონ საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში და შეიძინონ ახალი საქმიანი კონტაქტები. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყოს საქართველოსა და რეგიონის შესახებ ეკონომიკური კვლევისა და ანალიზისადმი ინტერესის გაღრმავებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

სამეცნიერო საბჭოს წევრები, რომლებიც ნამუშევრებს შეაფასებენ არიან: ნინო აბაშიძე (Wyoming), ალა ავოიანი (Indiana), სალომე ბასლანძე (FRB Atlanta, CEPR), გიორგი ჩაბაკაური (LSE), ლაშა ჭოჭუა (Bielefeld), ალექსანდერ ფრუგი (UPF, BSE), გივი მელქაძე (Georgia State), ნიკოლოზ ფხაკაძე (ISET), სანდრო შელეგია (UPF, BSE, CEPR), ალისონ სტაშკო (Emory), ია ვარდიშვილი (Auburn), ოლიკო ვარდიშვილი (UC Irvine).

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე