ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს ფოლკეტინგის (პარლამენტი) საგარეო პოლიტიკის, ევროპის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების დელეგაციას შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციაზე და ოკუპაციიდან გამომდინარე პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკური კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

„შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, ცხრა ნაბიჯი და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები.

საუბარი შეეხო ევროკავშირის მომავალ ენერგოუსაფრთხოებასა და ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში საქართველოს როლს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და საგარეო ვაჭრობას.

შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა დანიის სამეფოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა