ლილე ლიპარტელიანი - გიორგი კალანდარიშვილი „ოცნებასთან“ მიბმულია და აჟღერებს იმას, რაც მათ სურთ

გიორგი კალანდარიშვილი „ოცნებასთან“ მიბმულია და აჟღერებს იმას, რაც მათ სურთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

როგორც ლილე ლიპარტელიანმა აღნიშნა, გიორგი კალანდარიშვილი ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, სუს-ის მითითებებს ასრულებს.

„გიორგი კალანდარიშვილი თუ თვითონ თვლის, რომ მართალია, არაფერში არ უნდა სჭირდებოდეს „ქართული ოცნების“, ივანიშვილის პარტიის მხარდაჭერა და ისეთი პრესკონფერენციების ჩატარება, როგორიც მამუკა მდინარაძემ ჩაატარა, მაგრამ ის პირდაპირ მიბმულია მმართველ პარტიასთან, აჟღერებს იმას, რაც მმართველ პარტიას უნდა. იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ის რაც ჩვენი დემოკრატიისათვის არის მნიშვნელოვანი, უკვე წლებია, გიორგი კალანდარიშვილი სუს-ის მითითებებს ასრულებს. ასევე, მის დისკრედიტაციას ჩვენ კი არ ვახდენთ, თავად ახდენს, როდესაც მმართველი პარტიის ტელევიზიაში ჯდება და იმ ზღაპრებს ჰყვება, რასაც ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ