მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში მზის პანელები დამონტაჟდა

მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში 42 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული პანელები დამონტაჟდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფოტოელექტრული სისტემის ტესტირება და შემოწმება უკვე დასრულებულია და სადგური გამართულად მუშაობს.

„მზის პანელები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თემურ შუბითიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რიჩარდ გიგანმა, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის და მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.

ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია პოლონეთის მხარის დაკვეთით RP Global-მა განახორციელა, რომელიც განახლებადი ენერგიის სექტორში საერთაშორისო დონის დეველოპერი და ოპერატორია.

პროექტის ღირებულებამ 26 680 ევრო შეადგინა და სრულად დაფინანსდა გმინა კობილნიცას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მადლობას უხდის გმინა კობილნიცას აღნიშნული პროექტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს