ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის წევრები.

„მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები და პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, 2021-2023 წლებში ეკონომიკური ზრდისა და ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი რეფორმები.

როგორც აღინიშნა, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობის განახლებული ჩარჩოს (CPF) მომზადებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს