ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდებიან

6 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო სტამბაში ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას გამართავენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ირაკლი ბაიდაშვილი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, რის შემდეგაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან, კერძოდ ბიზნეს და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართება.

„პანელზე წარმოდგენილნი იქნებიან პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და რობინ დანიგანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ჯორჯ ველტონი, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი.

ფორუმს დაესწრებიან ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან შეკითხვები პანელისტებს და დიალოგის ფორმატში მოახდინონ იდეებისა და შეხედულებების მიმოცვლა.

ღონისძიებას დახურავს და განხილულ საკითხებს შეაჯამებს ჯონ ბრაეკეველდტი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს