სერგეი ნარიშკინი - უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა

უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ევროპის ლიდერების, „ამ შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტის უპასუხისმგებლობის მაღალ დონეს აჩვენებს“.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის დანახვა, დაკვირვება და გაგება, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში მოქმედი ელიტების მოლაპარაკების უნარი ძალიან დაბალ დონეზეა. უფრო და უფრო იშვიათი ხდება ის, რომ ისინი საერთოდ რაიმე საღი აზრის დემონსტრირებას ახდენენ. მაგრამ ეს განცხადებები უკიდურესად საშიშია. ისინი ბირთვული ომის ზღვარზე მიგვიყვანენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა