საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი  ყოველწლიურ - „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას” ატარებს

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ - “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას” ატარებს.

კონფერენცია “რედისონ ბლუ ივერიაში” იმართება, ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მისი მხარდამჭერები არიან: National Endowment for Democracy (NED), ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველო, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში და შვედეთის საელჩო საქართველოში.

ორგანიზატორების განცხადებით, რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია არის მნიშვნელოვანი პლატფორმა რეგიონში, სადაც ინფორმაციაზე წვდომა პირველწყაროებიდანაა შესაძლებელი.

2024 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.

რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის მიზანია გამოკვეთოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ურთიერთკავშირი; იმსჯელოს გლობალურ მეტოქეობაზე გლობალურ და ქართულ კონტექსტში; შეაფასოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ზეგავლენა საქართველოზე და განიხილოს საქართველოს როლი და ადგილი გლობალურ დღის წესრიგში.

მთავრობების, ანალიტიკური ცენტრების, საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და მედიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების ფართო სპექტრს, მათ შორის, რუსეთის შეჭრას უკრაინაში, შეიარაღებულ კონფლიქტებს სხვადასხვა რეგიონში და გარკვეული აქტორების მცდელობას, შეასუსტონ დემოკრატია და გლობალური სტაბილურობა. კონფერენციას ესწრება 250-ზე მეტ მონაწილე აშშ-დან, ევროკავშირიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს