„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

„ჩვენ მოლაპარაკებებს შუამავლების მეშვეობით გავაგრძელებთ, რათა იმ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც ჩვენი ხალხის მოთხოვნებსა და ინტერესებს აკმაყოფილებს“, - ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.

„ჰამასის“ ცნობით, ისრაელმა მის მოთხოვნებზე უარი თქვა.

„ჩვენ საჭირო მოქნილობას ვაჩვენებთ, რათა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ყოვლისმომცველ შეწყვეტას მივაღწიოთ, მაგრამ ოკუპაცია შეთანხმების ამ პირობას კვლავ თავს არიდებს“, - აცხადებს „ჰამასი“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია