ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2024 წელი ცვლილების წელიწადია - ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა ცვლილება, უნდა, რომ იხილოს ახალი მთავრობა

აქ საზოგადოება, უპირველესად, შეიკრიბა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დააფიქსიროს, რომ დასავლეთი საქართველოს ურყევი პარტნიორია, მეორე მხრივ კი დაეხმაროს ქართველ ხალხს, არჩევნები ჩაატარონ ისე, რომ მათი ნება დაფიქსირდეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე, „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციასთან” დაკავშირებით განუცხადა, სადაც გლობალურ საკითხებთან ერთად აქცენტი საქართველოში წელს გასამართ არჩევნებზეც გაკეთდება.

მისი თქმით, იმისთვის, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება გამოიხატოს, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად.

„2024 წელი ცვლილების წელიწადია. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას უნდა ცვლილება; უნდა, რომ იხილოს ახალი მთავრობა, რადგან კარგად ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არ პასუხობს იმ ძირეულ პრობლემებს, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ - ეს არის სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა, ამიტომაა, რომ ხალხი ქვეყნიდან გარბის. იმისთვის, რომ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება გამოიხატოს, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. დღეს აქ შეკრებილი საზოგადოება, უპირველესად, შეიკრიბა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე დააფიქსიროს ის, რომ დასავლეთი არის საქართველოს ურყევი პარტნიორი. მეორე - დაეხმაროს ქართველ ხალხს არჩევნები ჩაატარონ ისე, რომ არჩევნებზე დაფიქსირდეს ქართველი ხალხის ნება, შეიცვალოს მთავრობა და პოლიტიკური ცვლილების შემდეგ, უკეთესობისკენ შეიცვალოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. მთავარი საკითხები, რაც მოქალაქეებს აწუხებს, ეს არის სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა. ეს არის საკითხები, რომლებიც საკვანძო იქნება ამ არჩევნებზე, როდესაც მოქალაქეები გადაწყვეტილებას მიიღებენ”,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ - “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას” ატარებს. კონფერენცია “რედისონ ბლუ ივერიაში” იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

2024 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო