მარიამ ქვრივიშვილი - პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

პირველად საქართველოში გუდაური სნოუბორდში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელიც 6-7 აპრილს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გუდაურში არსებული მთის ინფრასტრუქტურა როგორც წელს, ისე მომავალშიც მოემსახურება საერთაშორისო დონეზე აღიარებული მთის სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობას, როგორიცაა მსოფლიო თასები და ჩემპიონატები.

„ყოველივე ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სამთო კურორტების სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე. ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი იზრდება, მას სტუმრობს კიდევ უფრო მეტი ტურისტი, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს მაღალმთიანი რეგიონების ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებაზე, განთავსების ობიექტების დატვირთულობასა და რა თქმა უნდა, იმ შემოსავლების ზრდაზე, რომელიც დადებითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკასა და ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, 2024 წელს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ მას შემდეგ მოიპოვა, რაც წარმატებით ჩაატარა გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.

„აღინიშნა, რომ გუდაური საერთაშორისო დონის შეჯიბრების ჩასატარებლად კიდევ ერთხელ შეირჩა, რადგან სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. აღსანიშნავია, რომ სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1997 წელს იტალიაში ჩატარდა. შემდეგ ღონისძიების მასპინძლები იყვნენ ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, შვედეთი და მსოფლიოს სხვა წამყვანი სამთო-სათხილამურო ქვეყნები“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი