პაველ ჰერჩინსკი რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე - ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ევროპარლამენტის ინიციატივაა

ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ევროპარლამენტის ინიციატივაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებაც არის საუბარი.

მისი თქმით, ევროპარლამენტსა და ევროპარლამენტის წევრებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა შეუძლიათ.

„ისინი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე არიან პასუხისმგებელნი. ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტია და ჩვენ მათ მიერ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემთ, რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ჩვენმა ლიდერებმა, მათ შორის კომისრებმა საკუთარი აზრი უკვე გამოთქვეს. ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მისი, როგორც პატიმრისა და სასამართლოში ბრალდებულის ყველა უფლება დაიცვას და რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოსა და ხელისუფლების სრულ განკარგულებაში ვართ, თუკი მათ სურთ, რომ ევროკავშირი რაიმე გზით ჩართული იყოს. ასე რომ, რაც ევროპარლამენტში მოხდა ევროპარლამენტის ინიციატივაა. თუ ჩემს პირად აზრს მეკითხებით, პირად აზრს ჩემთვის ვიტოვებ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა