მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, დედაქალაქის მერიას სწავლის დაფინანსების მოთხოვნით ყოველწლიურად 5000-მდე სტუდენტი მიმართავს

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას განცხადებით, დედაქალაქის მერიას სწავლის დაფინანსების მოთხოვნით ყოველწლიურად 5000-მდე სტუდენტი მიმართავს.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ყოველწლიურად ბიუჯეტიდან განათლების დაფინანსების მიმართულებით 2-დან 3 მილიონამდე ოდენობის თანხას გამოყოფს.

„თბილისის მერია სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების სწავლას აფინანსებს. მერიას დაახლოებით წლის განმავლობაში 5000-მდე სტუდენტი მომართავს. მათ შეუძლიათ, ეს დოკუმენტები წარმოადგინონ თბილისის მერიაში ან ეს პროცედურა ელექტრონულადაც გაიარონ. თბილისის მუნიციპალიტეტი ამ სწავლას აკადემიური მოსწრების მიხედვით აფინანსებს. შესაბამისად, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სწავლა სრულად ფინანსდება. თუმცა მინიმალური დაფინანსების ოდენობა არის 50%-ი. რეგისტრაცია მაისამდე გაგრძელდება, ასე რომ მივმართავ სტუდენტებს, ვინც ასეთი ტიპის დოკუმენტებს წარმოადგენენ, ეს საკითხი თბილისის მერიის მიერ მოგვარებული იქნება.

თბილისის მერიას წლის განმავლობაში დაახლოებით 4000-დან 5000-მდე სტუდენტი მომართავს. ზოგადად წლის განმავლობაში განათლების მიმართულებით თბილისის მერიას დაახლოებით 2-დან 3 მილიონამდე ბიუჯეტი გააჩნია. გარდა ამისა, მერიას მაგისტრანტებისთვის წამახალისებელი სასტიპენდიო პროგრამაც გააჩნია. შესაბამისად, თბილისის მერიისთვის განათლების მიმართულება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სტუდენტებს მივმართავ, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინონ, თბილისის მერია მათი სწავლის და განათლების პროცესს მაქსიმალურად მხარს დაუჭერს“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი