გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი? - მოწყვეტილი ხართ რეალობას

რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რა ჩაატარეთ ასეთი, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი ამ ქვეყანაში? - ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებას აინტერესებს, ხელისუფლება კი რეალობასაა მოწყვეტილი.

მამუკა მდინარაძეს და მთლიანად, ივანიშვილის პარტიას მივმართავ, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს თქვენთან - რატომ არის რეგიონში ყველაზე ძვირი ფასები საქართველოში? რატომ არის საქართველოში ყველაფერი ძვირი, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, რუსეთშიც კი? რა გააკეთეთ ისეთი, რომ ასე გააძვირეთ ცხოვრება საქართველოში? მამუკა მდინარაძეს მივმართავ, მართლა ასე ფიქრობ, რომ ხალხს ეს არ აინტერესებს? მართლა ფიქრობ, რომ ხალხს არ აინტერესებს ეს უზარმაზარი, გაზრდილი ფასები მცირე შემოსავლის პირობებში? ქილიკი და ეს რაღაც სიცილი, ირონიული დამოკიდებულება, რაც შენს თანაგუნდელებს აქვს, რომ ახლა თურმე, ხახვის, მწვანილის, პურის ფასი არაფერს ნიშნავს - დიახ, დღეს, ხალხს ეს აღელვებს, მოწყვეტილი ხართ აბსოლუტურად რეალობას. დღეს საზოგადოებას სწორედ ეს საკითხი აღელვებს, როგორ გადაიხადოს, როგორ შეიძინოს პროდუქტი, პენსიონერი ფიქრობს წამალი იყიდოს თუ პური, ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დასაქმდეს, რომ ელემენტარული საკვების საშუალება ჰქონდეს. საქართველოში თქვენი თაოსნობით მაფიოზური კორუფციული კლანი მოქმედებს, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროდუქციის წილში ზის, რომელიც წილში ზის აბსოლუტურად ყველა პროდუქციის, რაც ქვეყანაში იყიდება, შექმენით მონოპოლიები, რომელმაც გააძვირა ეს ყველაფერი, ამიტომ არ გინდათ თქვენ ალბათ, პასუხის გაცემა, მაგრამ ველოდები მდინარაძისგანაც, კობახიძისგანაც, ღარიბაშვილისგანაც პასუხს. ამ სისულელეებზე ლაპარაკს თავი დაანებეთ. ეს ჩემი კითხვა არ არის, მთლიანად საქართველო გისვამთ კითხვას საქართველოს მთავრობაში მყოფ ადამიანებს, რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რა ჩაატარეთ ასეთი, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი ამ ქვეყანაში? თქვენ ხომ არ ხართ ყველაფრის წილში, ამიტომ ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? შავი სქემები ხომ არ გაქვთ აგებული, რომლითაც ხალხს ჯიბიდან ფულს უღებთ და თქვენ მდიდრდებით? ეს ცინიზმი კი, პირდაპირ მიუთითებს, რომ საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობთ, რეალობას მოწყვეტილი ხართ“, - განაცხადა ვაშაძემ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ