ჩხოროწყუს მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს, რომელსაც მერის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს, ედემ კვარაცხელიას, რომელსაც ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას მიმართ ძალადობაში ედება ბრალი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მიიღო.

დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ჩხოროწყუს მერსა და მერიის სპორტის განყოფილების ყოფილ უფროსს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად ედემ კვარაცხელიას სამსახურიდან გათავისუფლება სახელდება. იგი აღნიშნული თანამდებობიდან დაახლოებით, ერთი თვის წინ, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა