ალეკო ელისაშვილი - ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, „ქართული ოცნების“ ბრალია - დაიჭირონ და ჩამოიყვანონ მწამებელი და ადამიანებს სულს რომ ხდიდა, ასეთი ადამიანი

ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ახლა ეს ყველაფერი [„ქართულ ოცნებას“] პროპაგანდისთვის სჭირდებათ - „არიქა, ადეიშვილი იქ არისო“.

„ადეიშვილი ან კეზერაშვილი ასე ლაღად რომ დადიან და ბიზნესით არიან დაკავებულები, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია, რადგან 12 წელია რას აკეთებენ? არ იცოდნენ, კეზერაშვილო და ადეიშვილი სად იყვნენ? მათი დაპატიმრება და ექსტრადირება კატეგორიულად რატომ არ მოითხოვეს? კეზერაშვილი რომ დააკავეს, მთავარმა პროკურატურამ მტკიცებულებები რატომ არ წარადგინა მისი ექსტრადირება რომ მომხდარიყო? - ეს იყო პოლიტიკური გარიგება და კეზერაშვილსაც თავი დაანებეს და ადეიშვილსაც. ახლა ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის სჭირდებათ - არიქა, ადეიშვილი იქ არისო. თუ სახელმწიფო ხარ, პროკურატურა გაქვს, დაიჭირონ და ჩამოიყვანონ მწამებელი და ადამიანებს სულს რომ ხდიდა, ასეთი ადამიანი”, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა