გია ცაგარეიშვილი - ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც ფაქტობრივად, ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანას და ხალხს, საპატიო სტუმრად არის მიღებული გერმანიის პარლამენტში - კარგი იქნება, თუ ამაზე განმარტებებს მოვისმენთ

ადეიშვილი, რომელმაც სხვებთან ერთად, ფაქტობრივად, ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანას და ხალხს, საპატიო სტუმრად არის მიღებული ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნის, გერმანიის პარლამენტში - კარგი იქნება, თუ ამაზე განმარტებებს მოვისმენთ,- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვისას გააკეთა.

მისი თქმით, გავრცელდა კადრები, სადაც ადეიშვილი საპატიო სტუმრების ლოჟაშია.

„ეტყობა ცოტა ბედის ირონიაც არის, როცა ჩვენ აქ ამ დარბაზში ვსაუბრობთ ამ საკითხზე, დღეს გავრცელდა კადრები ჩვენი მეგობარი ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკანონმდებლო დაწესებულების დარბაზიდან და ვიხილეთ ადეიშვილი საპატიო სტუმრების ლოჟაში. საპატიო ლოჟაში ვიხილეთ ადამიანი, რომელიც კონკრეტული უმძიმესი დანაშაულების გამო და არა ერთი ჩადენილი დანაშაულის გამო გადახვეწილია ამ ქვეყნიდან და იძებნება ჩვენი კანონმდებლობით. ადამიანი, რომელმაც საშინელი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში თავის ავაზაკ მეგობრებთან ერთად და ასეთი ბევრი იყო მაშინ და ახლაც ბევრი ჰყავს მას გულშემატკივარი.

მე გაგახსენებთ მის „საგმირო საქმეებს“. ზურაბ ადეიშვილი ბრალდებულია ე.წ. რობაქიძის საქმეზე, ტელეიმედის 2007 წლის 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე, ე.წ. ციხის კადრების საქმეზე, უკვე მსჯავრდებულია „აკურას“ ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე, ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე, ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე და ყველაზე საზარელ საქმეზე, რომელიც მას და მის ხელისუფლებას დაემართა - კობა დავითაშვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელსაც შეეწირა კიდეც ბატონი კობას სიცოცხლე. ასეთ ადამიანს ჩვენი კოლეგები დიდი პატივით იღებენ ბუნდესტაგში, რაც ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად ტრაგიკული მოვლენა - ის და მისნაირი კრიმინალები რომ ბოლომდე შეიამხანაგეს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა ესეც სამწუხარო ფაქტია, ეს არახალია, ძველი მოვლენაა და ამას ვერ ვიტყვი რომ შევეგუეთ, მაგრამ თვალი გავუსწორეთ ამ საშინელ სიმართლეს, მაგრამ ადამიანი, რომელმაც სხვებთან ერთად, ფაქტობრივად, ანგარიში გაუსწორა თავის ქვეყანას და ხალხს და ამით როგორც ჩანს, ისიც და ძალიან ბევრი მისი თანამეინახე ამაყობდა, ასეა საპატიო სტუმრად მიღებული ჩვენს მეგობარ და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნის პარლამენტში და ამაზე რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ განმარტებებს მოვისმენთ,“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის