ევროკავშირის ელჩი - იმედი მაქვს, რაც უფრო მიუახლოვდება საქართველო ევროკავშირის წევრობას, ბიზნესკლიმატი უფრო გაუმჯობესდება - საქართველოს წარმატებული ისტორია და ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რითაც ვამაყობთ

ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები უფრო მეტად გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს. ამას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი მოჰყვა. ქართული კომპანიებისთვის ევროპული ბაზარი გაიხსნა. მესმის, რომ ეს ადვილი არ არის, რადგან არის გარკვეული გეოგრაფიული მანძილი, არის ბიუროკრატიული პრობლემები, მაგრამ არის სტაბილური პროგრესი და მე ვიცი, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ვიმედოვნებ, რომ ყველა იმ პროექტთან ერთად, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, ჩვენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირის გაზრდას ვცდილობთ. ახლა საქართველოს კანდიდატის სტატუსი ყველა კერძო ინვესტორს მყარ საფუძველს უქმნის და ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები მხოლოდ გაიზრდება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ელჩის შეფასებით, „როცა საქმე ეკონომიკურ განვითარებას ეხება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნამდვილად წარმატებული ისტორია აქვს, ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ და ვფიქრობ, რომ ყველა ქართველმა უნდა იამაყოს“.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს დავეხმაროთ. ნათელია, რომ ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ უნდა განვითარდეს. ევროპული საინვესტიციო ბანკის მეშვეობით ჩვენ ბევრ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვაფინანსებთ. ჩვენი ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა გვაქვს. საუბარია 2 მილიარდი ევროს სახელმწიფო და კერძო ინვესტიციის მობილიზებაზე, რათა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, არამედ, დაკავშირების გაუმჯობესებას შევუწყოთ ხელი. ჩვენ შავი ზღვის გავლით კავშირების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, ვმუშაობთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გასაუმჯობესებლად, მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო საწარმოებს. საქართველოში არსებული საწარმოების 99,7% მცირე და საშუალო საწარმოს წარმოადგენს. ასევე, განათლების გასაუმჯობესებლად ვმუშაობთ. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ იცით, რომ ჩვენ სხვადასხვა პროექტების საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის ყოველწლიურად, დაახლოებით, 100 მილიონ ევროს ვხარჯავთ, მაგრამ ასევე, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და ქართული ბიზნესის ევროკავშირის ბიზნესთან დაახლოებას პარტნიორების მეშვეობით ვცდილობთ. წარმატებული ქართული ბიზნესის ბევრი მაგალითია, ბევრი მათგანი კი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრია და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და კანდიდატის სტატუსით სარგებლობს. იმედი მაქვს, რაც უფრო მიუახლოვდება საქართველო ევროკავშირის წევრობას, ბიზნესკლიმატი კიდევ უფრო გაუმჯობესდება“, - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში