გიორგი ბადრიძე - რუსეთთან დაკავშირებული, რუსეთის მიერ ინსპირირებული ჯგუფები, საქართველოში სწორედ დემოკრატიას ებრძვიან იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნონ რუსეთის ბატონობას

რუსეთთან დაკავშირებული, რუსეთის მიერ ინსპირირებული ჯგუფები, საქართველოში სწორედ დემოკრატიას ებრძვიან იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნონ რუსეთის ბატონობას - დემოკრატიის დაცვა დღეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის დაცვაა,- ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, გიორგი ბადრიძემ „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის სამიზნე უპირველესად, დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესებია.

„კრემლის რეჟიმს დიდი ხანია, ნათლად აქვს დემონსტრირებული, რომ ის თავისთვის მთავარ საფრთხედ აღიქვამს არა ნატო-ს გაფართოებას და უსაფრთხოების საკითხებს, არამედ დემოკრატიას, განსაკუთრებით თავის სამეზობლოში. შესაბამისად, მისი სამიზნე, პირველ რიგში, არის დემოკრატიული ინსტიტუტები, პროცესები, იქნება ეს უკრაინაში, საქართველოში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, საქართველოსთვის დემოკრატიის განმტკიცება, მისი დაცვა, არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი; ჩვენი, როგორც თვითმყოფადი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ეს ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის. ზუსტად ამიტომაა, რომ რუსეთთან დაკავშირებული, რუსეთის მიერ ინსპირირებული ჯგუფები, საქართველოში სწორედ დემოკრატიას ებრძვიან იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნონ რუსეთის ბატონობას. დემოკრატიის დაცვა დღეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის დაცვაა”,- განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ კონფერენციას, ბადრიძის თქმით, წლევანდელი კონფერენცია მონაწილეთა დონით ყველაზე უფრო შთამბეჭდავია და მისი მთავარი თემაა “დემოკრატიაა გზაჯვარედინზე”.

„წლევანდელი კონფერენცია მონაწილეთა დონით არის ყველაზე უფრო შთამბეჭდავი, მათ შორის საქართველოში ისლანდიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი შედგა იმის გამო, რომ ბატონმა იოჰანსონმა მოინდომა ჩვენს კონფერენციაში მონაწილეობა და შემდეგ ასე განვითარდა მისი ვიზიტის გეგმები. გვყავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კანადიდან, ყოფილი საგარეო მინისტრი ესპანეთიდან, ასევე, უმაღლესი დონის ექსპერტები და სპეციალისტები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა - დემოკრატია გზაჯვარედინზე, დემოკრატიების თანამშრომლობა ერთმანეთთან ახალი, უფრო დიდი გამოწვევების ფონზე, იმგვარი გამოწვევების, რომელიც მსოფლიოს დიდი ხნის განმავლობაში არ ახსოვს”,- განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ - “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას” ატარებს. კონფერენცია “რედისონ ბლუ ივერიაში” იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 2024 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში