ჯაბა სამუშიამ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დაწყებაზე, ერთობლივი პროგრამების შემუშავებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლაზე ისაუბრეს. ასევე, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უნივერსიტეტებს შორის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ უცხოელ სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო. როგორც რექტორმა აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს აზიის რამდენიმე ქვეყნის უნივერსიტეტებთან.

„ჩვენ მზად ვართ, თურქმენეთთანაც დავიწყოთ თანამშრომლობა და ხელი მოვაწეროთ თურქმენეთის უმაღლეს სასწავლებლებთან მემორანდუმს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების გაცვლას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას და გამოცდილების გაზიარებას“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა თურქმენეთში უმაღლეს განათლებასა და თურქმენეთის უნივერსიტეტების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, თურქმენეთის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამები მოქმედებს.

„ჩვენი საელჩო ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის დაწყებას და პირველ ეტაპზე, მხარს დავუჭერთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერას“, - განაცხადა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა ერთობლივი ონლაინ კონფერენციის გამართვა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები საქართველოდან და თურქმენეთიდან.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია