არმაზ ახვლედიანი - მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს წინაშე არაერთი  ფუნდამენტური გამოწვევა, მთავარი მაინც ერთადერთია, დემოკრატიული პროცესის არარსებობა და გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლის არჩევნებთან

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს წინაშე დგას არაერთი უმწვავესი ფუნდამენტური გამოწვევა - საგარეო საფრთხეები, რუსეთი, კორუფცია და სხვა, მთავარი მაინც ერთადერთია, საქართველოში დემოკრატიული პროცესის არარსებობა და გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლის არჩევნებთან - თუ ჩვენი ქვეყანა ამ ტესტს წარმატებით ჩააბარებს, ჩავთვალოთ, რომ ყველა სხვა გამოწვევაც წარმატებით იქნება დაძლეული,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე” ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე ვერავინ ისეთ უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს, როგორც თავად ქვეყნის ხელისუფლება, თუ მას არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად პოლიტიკური ნება არ ექნება.

„უნდა ვიცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რა მზაკვრული გეგმა აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებით, ვერც რუსეთი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეძლებს ისეთი უარყოფითი გავლენის ქონას ჩვენს ქვეყანაზე, როგორც ჩვენ თვითონ, ჩვენი ხელისუფლება, თუ მას არ ექნება საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს. ეს არის უმთავრესი გამოწვევა. აქვეა სასამართლოს პრობლემაც - უნდა ვხვდებოდეთ, რომ სანამ სასამართლო არ გათავისუფლდება პარტიულ-პოლიტიკური წნეხისგან, ჩვენი საზოგადოებისთვის მუდამ იქნება პრობლემა და მუდამ იქნება მთავარი პრობლემა ჩვენი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის