კენეტ ვოლაკი საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის რისკზე - გონივრულია სიფხიზლის გამოჩენა და მზადყოფნა ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც ხელს შეუშლის ამ მცდელობას

საქართველოში, წინა წლებში ჩატარებული არჩევნების დროს გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა, იმედი გვაქვს, საქართველოს ხელისუფლება და პარტიები განიხილავენ და მოაგვარებენ იმ საკითხებს, - ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა, კენეტ ვოლაკმა თბილისში მიმდინარე რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არჩევნები არის გზა იმის შესაფასებლად, თუ როგორ ფუნქციონირებენ ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტები, პოლიტიკური პარტიები, პარლამენტი, სასამართლო, უსაფრთხოების ძალები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება.

„საქართველოში გასულ წლებში ჩატარებული არჩევნების დროს გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა, ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხების მოგვარება შესაძლებელი იქნება ისე, რომ მოქალაქეებს არჩევნების მიმართ ნდობა ექნებათ“, - აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.

მისი თქმით, „საქართველო უნიკალური ქვეყანაა რეგიონში, სადაც არის კონკურენტული პოლიტიკური გარემო, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, აქტიური პოლიტიკური პარტიები და არჩევნებიც ნამდვილად ტარდება, თუმცა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, წინა წლებში, სხვადასხვა ხარვეზები გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, პარტიული მუშაკების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევები“.

„იმედია, ხელისუფლება და პარტიები განიხილავენ ამ საკითხებს და მოაგვარებენ მათ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ არსებობს პროგრესი“, - აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.

ამასთან, კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს, კენეტ ვოლაკმა უპასუხა, რომ ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, რას გააკეთებს რუსეთი.

„ვფიქრობ, გონივრულია სიფხიზლის გამოჩენა და მზადყოფნა ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც ხელს შეუშლის ამ მცდელობას“, - აღნიშნა კენეტ ვოლაკმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა