„რონდელის ფონდის“ დირექტორი - „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ თემატიკა მოიცავს დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის დაპირისპირებას და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი გლობალურ სამყაროზე და ძალთა ბალანსზე

„რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ თემატიკა მოიცავს დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის დაპირისპირებას და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი გლობალურ სამყაროზე და ძალთა ბალანსზე - მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პროცესები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, საქართველო მაინც არის ინტერესის სფერო,- ამის შესახებ „რონდელის ფონდის" დირექტორმა ეკატერინე მეტრეველმა ჟურნალისტებს „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე“ განუცხადა.

მისი თქმით, კონფერენციაზე დიდი ყურადღება ეთმობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და იმას, რა მნიშვნელობა აქვს დასავლეთის სოლიდარობას, ასევე უკრაინის გამარჯვებას მსოფლიო წესრიგის დამყარებისთვის.

„ჩვენი ფონდი „რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას“ ყოველწლიურად მართავს. ჩვენი პროგრამა ყოველ წელს მუშავდება და ეწყობა იმ გამოწვევის მიხედვით, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს. ორი დღის განმავლობაში კონფერენციის თემატიკა მოიცავს დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის დაპირისპირებას და იმას, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი გლობალურ სამყაროზე და ძალთა ბალანსზე. ასევე, დიდი ყურადღება ეთმობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და იმას, რა მნიშვნელობა აქვს დასავლეთის სოლიდარობას, ასევე უკრაინის გამარჯვებას მსოფლიო წესრიგის დამყარებისთვის. ამასთან, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გაშუქება ხდება ადგილობრივი მოთამაშეების მონაწილეობით, რაც ხშირი არაა. კონფერენცია მნიშვნელოვანია ასევე იმით, რომ ალბათ, საქართველოში დიდი ხანია ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა [არ ყოფილა] - კანადის მე-19 პრემიერ-მინისტრია ჩამოსული; ასევე, ესპანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პროცესები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, საქართველო მაინც არის ინტერესის სფერო. მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის. წინ საინტერესო დისკუსიები გველოდება”,- განაცხადა ეკატერინე მეტრეველმა.

რაც შეეხება იმას, ვინ იყო კონფერენციაზე მიწვეული, მათ შორის, იყო თუ არა ხელისუფლება, მეტრეველი ამბობს, რომ “ყოველთვის ყველას ეპატიჟებიან”.

„ჩვენ ყოველთვის ყველას ვპატიჟებთ, რადგან ჩვენი ფონდი არის ძალიან მრავალფეროვანი თავისი ექსპერტებით. ყველას განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება აქვს, თუმცა თვითონ ალექსანდრე რონდელის დროიდან, ჩვენი ფონდი იმით იყო გამორჩეული, რომ შეიძლებოდა ერთ სივრცეში კონსტრუქციული დიალოგის წარმოება. შესაბამისად, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გვინდა, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული ადამიანი მოვიდეს და ჩაერთოს დისკუსიაში, რადგან ეს საქართველოსთვის კეთდება”,- განაცხადა ეკატერინე მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) ყოველწლიურ - “რონდელის უსაფრთხოების კონფერენციას” ატარებს. კონფერენცია “რედისონ ბლუ ივერიაში” იმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

2024 წლის რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გამოწვევები, კერძოდ, დემოკრატიებისა და ავტოკრატიების დაპირისპირება და კონკურენცია; საფრთხეები, რომლებიც ემუქრება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს; დასავლეთის როლი თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში გლობალურად და, განსაკუთრებით, იმ რეგიონებში, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეობის ცენტრში არიან და ავტორიტარული ხელყოფის საშიშროება აქვთ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო