საქართველოსა და ევროპოლს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, კატრინ დე ბოლმა „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხელმოწერილი შეთანხმება ეფუძნება 2017 წელს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებულ ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას და მიზნად ისახავს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას.

ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გააძლიერონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული თანამშრომლობა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროპოლთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით არა ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა, მათ შორის, სამსახურის ინიციატივით, საქართველო გახდა ევროპოლის კონტრტერორისტული ანალიზის ოთხი პროექტისა და კონტრტერორისტული მეკავშირე ჯგუფის წევრი. ხელმოწერილი შეთანხმებით, ასევე, მნიშვნელოვნად გაფართოვდება კონტრტერორისტული მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ევროპოლს შორის არსებული თანამშრომლობა.

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად, ხელმოწერილი შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა