ლიბერთის მხარდაჭერით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ დაწესდა

ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად ლიბერთი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ ექსკლუზიური მხარდამჭერი გახდა.

პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

ამ მიზნით 2024 წელს მასწავლებლის ჯილდო გამოავლენს და საზოგადოებას წარუდგენს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების გამორჩეული პრაქტიკის მქონე ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად ჩართავენ მოსწავლეებს სწავლების პროცესში, შეაყვარებენ მათ ამ ნაწარმოებს და მის გააზრებაში დაეხმარებიან.

ლიტერატურის სწავლებას გამორჩეული და კრიტიკული ადგილი უკავია განათლებაში და უდიდეს გავლენას ახდენს მოზარდის პიროვნულ განვითარებაზე, მისი ხასიათისა და ღირებულებათა სისტემის ფორმირებაზე. „ვეფხისტყაოსანიჩვენი მთავარი წიგნია, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას, კულტურას მნიშვნელოვნად უკავშირდება და მის ფუნდამენტს წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხელი შევუწყოთ ამ ნაწარმოების სწავლა-სწავლების შემდგომ გააზრებას და მის განვითარებას. ეს პრემია მიზნად ისახავს ერთი მხრივ მოვახდინოთ ამ საკითხის აქტუალიზება, ბიძგი მივცეთ ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივებს, ჩავრთოთ და დავაკავშიროთ სხვადასხვა აქტორები. თუმცა რა თქმა უნდა ჯილდოს მისიიდან გამომდინარე მთავარი მიზანი გახლავთ წავახალისოთ ჩვენი ლიტერატურის მასწავლებლები, დავეხმაროთ მათ საკუთარი პრაქტიკის განვითარებასა და გაზიარებაში.”- ირინა ხანთაძე, განათლების კოალიციის თავმჯდომარე.

,,ვეფხისტყაოსანი უზარმაზარი სამყაროა. ეს არ არის უბრალოდ ერთი, თუნდაც საუკეთესო მხატვრული ნაწარმოები. ეს პოემა თავისი სიღრმით, მრავალფეროვნებით, მხატვრული ფორმების დახვეწილობითა და ისტორიული მნიშვნელობით ქართული ლიტერატურისა და ზოგადად კულტურის გარკვეული საყრდენი და საფუძველი გახდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენს სკოლებში მისი სწავლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. შეუძლებელია ეს პოემა შაბლონურად, ერთი სტანდარტითა და ერთ თარგზე მოჭრით ისწავლებოდეს, მასთან შეხებისას მნიშვნელოვანია მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომა, საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება, რომელსაც იგი მოსწავლეებს გაუზიარებს. ვფიქრობთ ამ მხრივ ჯილდოჩემი ვეფხისტყაოსანიშესანიშნავი სტიმულია ჩვენი მასწავლებლებისათვის გამოიჩინონ მეტი ინდივიდუალურობა და ინიციატივა ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთელი რესურსი განათლებისკენ არის მიმართული ამიტომაც ამ დიდ საქმეში ჩვენ დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ვერთვებით - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

პრემია მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge აპრილის ბოლოს გამოცხადდება. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება ფინალისტები და მათგან სამი პრემიის მფლობელი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდებიან. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთი ბანკისგან 1000 – 1000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტები კი სამახსოვრო სიგელებს და ვეფხისტყაოსნის სასუვენირო გამოცემას მიიღებენ.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ალექსანდრე ლორთქიფანიძე - მწერალი, თეონა ბექიშვილი-თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგი, ლევან გელაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი, მთარგმნელი და ნატა ლომოური-ისტორიკოსი, კულტურის მენეჯერი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე