კახა გოგოლაშვილი - მთავრობას არ ესმის, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქვეყნის ევროკავშირის ოჯახამდე მისაყვანად, ამის ნაცვლად მათ დაიწყეს დაბალანსება სხვადასხვა აქტორებს შორის, ჩინეთის ჩათვლითაც კი და რუსეთთან თამაში

ჩვენი სისუსტე ისაა, რომ არ გვყავს მთავრობა, რომელსაც ესმის, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ეს არის ხალხის ნება, - ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

„მივედით იმ ვითარებამდე, როცა გაფართოება ფაქტია, ჩვენ ამას ვემხრობით, ქართველი ხალხი ამას მიესალმება, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი სისუსტე ისაა, რომ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელსაც ესმის ეს მიზნები, ეს გარდაუვალი პროცესი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან ეს არის ხალხის ნება. ვფიქრობ, რაც აკლია მთავრობას და რაც აკლია მმართველ პარტიას, ეს არის იმის გაგება, რომ ისინი ემსახურებიან ხალხს და რამდენადაც ხალხმა გადაწყვიტა, რომ ისინი ევროპული ოჯახის ნაწილი უნდა იყვნენ, თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენი ერი მიიყვანოთ ამ ოჯახამდე. მაგრამ ეს ასე არ არის სამწუხაროდ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ, დაიწყეს დაბალანსება, დაიწყეს დაბალანსება სხვადასხვა აქტორებს შორის, ჩინეთის ჩათვლითაც კი და რუსეთთან თამაში. არ აკრიტიკებენ მას, არ იყენებენ სანქციებს მის წინააღმდეგ, არ უერთდებიან ევროკავშირის დეკლარაციებსა და განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი პოლიტიკა ევროკავშირის 9 დათქმის განხორციელებას ართულებს.

„ეს არ არის სწორი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სისუსტე და ამის გამო ძალიან რთულია ევროკავშირის 9 ნაბიჯის განხორციელება, როცა არ არის რეალური მოტივაცია და რეალური თავდადება. არჩევანის საჭიროებაა. ხალხმა გააკეთა ეს არჩევანი, ეს არის ჩვენი ძალა, მაგრამ ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელმაც ასევე გააკეთა თავისი სუვერენული არჩევანი ხალხის ნების შესასრულებლად“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა