პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გარდაუვალია, რადგან „კიევი რუსეთს ვერ დაამარცხებს“ და „რუსეთს მთელი დასავლეთის დამარცხება არ შეუძლია“.

სიიარტოს ცნობით, ორბანი და ტრამპი უნგრეთისა და აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებსაც განიხილავენ.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში 8 მარტს მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია