ოლენა სნიგირი - რუსეთი და ჩინეთი დღეს იბრძვიან იმის დასამტკიცებლად, რომ ლიბერალური იდეები გაკოტრებულია - ისინი ცდილობენ, მოიზიდონ ავტორიტარიზმის მხარეს იმდენი ქვეყანა, რამდენიც შესაძლებელია

დასავლეთი მიეჩვია, რომ დაინახოს რუსეთი, მისი მეზობლები და მასზე დამოკიდებული ადამიანები რუსული სათვალიდან. ჩვენთვის ძალიან რთული იყო დაგვერწმუნებინა ჩვენი დასავლელი მოკავშირეები რუსეთის რეალურ განზრახვაში , - ამის შესახებ რობერტ შუმანის მოწინავე კვლევების ცენტრში ჟან მონეს სტიპენდიატმა და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის უფროსმა სტიპენდიატმა, ოლენა სნიგირმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი სახელმწიფოების კონკურენცია დღეს იღებს ავტორიტარიზმს და დემოკრატიას შორის შეჯიბრის თვისებას და დემოკრატია, სამწუხაროდ, მარცხდება.

„რუსეთი და ჩინეთი დღეს იბრძვიან იმის დასამტკიცებლად, რომ ლიბერალური იდეები დღეს გაკოტრებულია. შესაბამისად, ისინი ცდილობენ მოიზიდონ იმდენი ქვეყანა, რამდენიც ეს შესაძლებელია, ავტორიტარიზმის მხარეს.

რუსეთი არ ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ სწორედ იქცევა დღეს არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ფარგლებში, რუსეთი ცდილობს სხვების დარწმუნებას, რომ ეს საერთაშორისო წესრიგი არასწორია და ლიბერალური ღირებულებები დამაზიანებელია. პუტინი პირდაპირ უარყოფს საერთაშორისო სამართლის ლეგიტიმურობას და პოლიტიკურ დებატში ისტორიული სამართლიანობის კონცეფციას წარადგენს. ანაცვლებს თუ არა ისტორიული ნარატივი საერთაშორისო ლეგალურ არგუმენტებს პოლიტიკურ დისკუსიაში? რუსული პროპაგანდის წარმატება, რომელიც მიმართავს ისტორიულ ნარატივს, აიხსნება ფაქტით, რომ რუსეთის იმპერიალისტური ცოდნა, რომელიც შეიქმნა მეთვრამეტე, მეცხრამეტე საუკუნეებში, სინამდვილეში, საერთაშორისო ცოდნა გახდა. დასავლეთი მიეჩვია, რომ დაინახოს რუსეთი, მისი მეზობლები და მასზე დამოკიდებული ადამიანები რუსული სათვალიდან. რომ ვისაუბროთ საქართველოსა და უკრაინაზე, ჩვენთვის ძალიან რთული იყო დაგვერწმუნებინა ჩვენი დასავლელი მოკავშირეები რუსეთის რეალურ განზრახვაში, დამატებით, უკრაინას უნდა დაემტკიცებინა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი და იგივე ხალხი არ არის. და ეს არის რუსეთის ძალიან ცნობილი ნარატივის ნაწილი, რომელიც უარყოფს სუვერენიტეტსა და იდენტობას, რომელსაც რუსეთი მისი აგრესიის ნებისმიერ პოტენციურ სამიზნეს არგებს“, - განაცხადა ოლენა სნიგირმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ