ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში საოკუპაციო ხაზთან - ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავსი სიტუაციის არსებობას - საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს

ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ისლანდიის პრეზიდენტი ოძისში ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზთან შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და სახელმწიფო მინისტრისგან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მოისმინა დეტალური ინფორმაცია როგორც ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობის, ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეული ძალისხმევის შესახებ.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილებისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„საქართველოში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგების შესახებ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათი აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერის გაგრძელება არსებითი და უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დიდი დატვირთვა ენიჭება ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტს საოკუპაციო ხაზზე, სადაც მას ადგილზე ჰქონდა შესაძლებლობა გასცნობოდა უსაფრთხოების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების, თუ ჰუმანიტარული გამოწვევებით შექმნილ ვითარებას, ასევე, მიეღო ინფორმაცია გამყოფი ხაზების გასწვრივ აღმართული უკანონო ბარიერების, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვების, ასევე უკანონო დაკავებების, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. ჩვენ ასევე გავაცანით ისლანდიის პრეზიდენტს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა როგორც დეოკუპაციის, ასევე შერიგებისა და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების თვალსაზრისით", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ისლანდიის პრეზიდენტის თქმით, ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს და არ უნდა შევეგუოთ მსგავი სიტუაციის არსებობას.

„ეს ამ ულამაზესი ქვეყნის, ულამაზესი ნაწილია და აქ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ; და ეს ყველას სურვილი უნდა იყოს. ჩემს დღევანდელ ვიზიტს შესაძლოა გარკვეულწილად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს და რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ ჩვენ არ უნდა შევეგუოთ მსგავი სიტუაციის არსებობას. გამოსავალი მოსაძიებელია და საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები უნდა გაიაზროს", - განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს