სალომე ზურაბიშვილი - „ოცნება“ ოცნებობს, რომ მე უცებ გავხდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი - თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში? არცერთი არ მახსოვს არც ქუჩაში, არც ბრძოლაში

„ოცნება“ ოცნებობს იმაზე, რომ მე გავხდე უცებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრაზე "პალიტრანიუსის" წამყვანის, მერაბ მეტრეველის კითხვას, რომელიც პრეზიდენტის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს შეეხებოდა.

პრეზიდენტის თქმით, ვინც დღეს „ოცნებაში“ მას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარ ლიდერობას აბრალებს, უნდა გაიხსენონ, სად იდგნენ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.

„ავიწყდებათ, რომ თვითონ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები. ვინც დღეს ლაპარაკობს „ოცნებაში“, ეს არ ეხება 2012 წლის „ოცნებას“, ვინც დღეს ლაპარაკობს და ძალიან თავი მოჰყავს, მე მაბრალებს, რომ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარი ლიდერი ან ვიქნები და უნდათ, რომ ხალხს ასე დააჯერონ. თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში? მე სად ვიდექი გაიხსენონ, ესენი არ მახსოვს არცერთი არც ქუჩაში, არც ბრძოლაში და არც იმ გამოსვლებში, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო მაშინ. ეს არის რაღაც ზღაპრები, რითაც ართობენ თავიანთ ამომრჩევლებს და ჰგონიათ, რომ თუ ათასჯერ იტყვიან დააჯერებენ ამაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში