სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ პრორუსულ მთავრობას, ამიტომ ვერ ბედავს ვერავინ - ყველა გრძნობს, რომ ამ ქვეყანაში პრორუსულობას არავინ გაპატიებს

რეალურად ყველა გრძნობს, მით უმეტეს არჩევნების პერიოდში, რომ ამ ქვეყანაში პრორუსულობას არავინ გაპატიებს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დასავლეთის წარმომადგენლების კრიტიკით გამოირჩეოდა, თუმცა პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა.

„საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება არ დაუშვებს პრორუსულ მთავრობას - მმართველ პარტიას, თუ ის იქნება გამოკვეთილად პრორუსული. ამიტომ ვერ ბედავს ვერავინ. თუ შეამჩნიეთ, ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს, ისეთი სიტყვებით ამკობდა მათ, ჩავიდა სად? - ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? - ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა, რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომელიც საინტერესოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრას, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „არ ვიცი“, თუმცა "არის რაღაც ნიშნები".

„ვხედავ, რომ არის რაღაც ნიშნები, რომელიც შეიძლება იყოს სიფრთხილე, შეიძლება იყოს პირადი მენტალობის თანხვედრა, შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ ეს ჩემი საკითხი არაა“, - დასძინა მან.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს