გიორგი რუხაძე - პრეზიდენტის ინტერვიუ უფრო „ტაიმაუტის“ აღების მცდელობა იყო

პრეზიდენტის ინტერვიუ უფრო „ტაიმაუტის“ აღების მცდელობა იყო , - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მედიასთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიორგი რუხაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები აღარ იყო მკაცრი, რადგან ხელისუფლება აღარ არის ისე ანტიევროპულად და ანტიდასავლურად განწყობილი, როგორც ადრე იყო.

„პრეზიდენტი იყო საკმაოდ მკაცრი რაღაც პერიოდის განმავლობაში. პრეზიდენტის სიმკაცრე აქტიური ხდება ხოლმე მაშინ, როცა ხელისუფლება აკეთებს რაღაცას ისეთს, რაც პირდაპირ ან ირიბად აზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს იყო საეტაპო ინტერვიუ. ჩემი აზრით, ეს უფრო „ტაიმაუტის“ აღების მცდელობა იყო. საქართველოს ხელისუფლება და კონკრეტულად პრემიერ-მინისტრი დღეს აღარ არის ისე ანტიევროპულად და ანტიდასავლურად განწყობილი, როგორც ადრე იყო. შესაბამისად ქალბატონმა პრეზიდენტმაც ცოტა არ იყოს „ტაიმაუტი“ აიღო“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი რუხაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, დატოვებს თუ არა პრეზიდენტი თანამდებობას ვადაზე ადრე, მას პროევროპული ძალების კონსოლიდაცია მაინც შეუძლია.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი არ აპირებს დატოვოს თანამდებობა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია, ან არ შეასრულებს მაკონსოლიდირებელ როლს პროევროპული ძალებისთვის, მან თავისი მისიის მთავარ ღერძად უკვე განსაზღვრა კანდიდატის სტატუსის მღება და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების სტადიაზე გადასვლა“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა