აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - კომერციულ გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად, ეკიპაჟის 3 წევრი დაიღუპა და 4 დაშავდა

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ იემენის ტერიტორიიდან სავაჭრო გემზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

„ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტი ტერორისტების მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ და ლიბერიის კუთვნილ ხომალდ True Confidence-ის მიმართულებით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, როდესაც ის ადენის ყურეში ტრანზიტით მოძრაობდა“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

მათი განმარტებით, ეს არის მეხუთე ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჰუსიტებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში გაისროლეს.

„ჰუსიტები“, რომლებიც ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანაას, აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებზე მათი თავდასხმის მიზანია, ზეწოლა მოახდინონ ისრაელსა და მის მოკავშირეებზე, რომ ღაზაში ომი შეაჩერონ. დაჯგუფებამ არაერთხელ განაცხადა, რომ თავდასხმებს მაშინ შეწყვეტს, როცა ისრაელი ომს შეაჩერებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია