ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ღაზაში ომი კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია

ღაზაში ომი კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ განაცხადა.

მისი თქმით, მხარს უჭერენ პალესტინას, რათა გაერო-ს ოფიციალური წევრი გახდეს.

"პალესტინელი ხალხის დიდი ხნის ოცნების, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნან, გვერდის ავლა აღარ შეიძლება და ის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც პალესტინელი ხალხი განიცდის, გამოსწორების გარეშე ვერ გაგრძელდება“, - განაცხადა ვანგ იიმ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები კიდევ ერთხელ გაიმეორა.

„ღაზაში მომხდარმა კატასტროფამ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა ის ფაქტი, რომ პალესტინის ტერიტორიები დიდი ხნის განმავლობაშია ოკუპირებული და ამაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება. კაცობრიობის ტრაგედია და ცივილიზაციის სირცხვილია ის, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, ამ ჰუმანიტარული კატასტროფის შეჩერება შეუძლებელია“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა