ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტაივანს სამშობლოსგან გამოყოფის უფლება არასდროს მიეცემა

ტაივანს სამშობლოსგან გამოყოფის უფლება არასდროს მიეცემა, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ განაცხადა.

„ტაივანის კუნძულზე მცხოვრები ნებისმიერი პირი, რომელიც ტაივანის დამოუკიდებლობის მიღწევას შეეცდება, ისტორიის მიერ ლიკვიდირებული გახდება. ტაივანს სამშობლოსგან გამოყოფის უფლება არასდროს მიეცემა“, - განაცხადა ვანგ იიმ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ ჩინეთს არასწორად აღიქვამს და მის მიერ გაცემულ დაპირებებს არ ასრულებს.

„ჩინეთმა და რუსეთმა მთავარი ძალების ურთიერთობებისთვის ახალი პარადიგმა შექმნეს, რომელიც ცივი ომის ეპოქისგან სრულიად განსხვავდება. საერთაშორისო გარემოში არსებული არეულობის პირობებში, ჩინეთი კვლავ მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგრესის ძალა იქნება“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია