ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე დაიწყო

დღეიდან ,,გაზარდე შენი ბიზნესის“ კამპანიის ფარგლებში, ლიბერთის ბიზნეს და აგრო მომხმარებლებს საგაზაფხულო აქციის ფარგლებში აღებული სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ. აქცია ვრცელდება არსებულ და ახალ მომხმარებლებზე, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზეც.

ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები, ინდუსტრიული და საოჯახო მეურნეობების საჭიროებებს და სეზონურ ციკლს ითვალისწინებს. შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ შემოსავლებზე და მომხმარებელი, სასურველი ვადით და საშეღავათო პერიოდით სარგებლობს. სესხის მიზნობრიობა შესაძლებელია იყოს ბიზნესის გაზრდა და მეურნეობის განვითარება, ასევე პირადი მიზნით. სესხი გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე 50 000 ლარამდე მოცულობით.

"ლიბერთი აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პირობების შეთავაზებას ბიზნეს და აგრო პროდუქტებზე. ახალი საგაზაფხულო შეთავაზება, სხვადასხვა საბანკო პროდუქტზე ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს და ნებისმიერ მომხმარებელს საკუთარი ბიზნესის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეურნეობების მხარდაჭერა და მუდმივად ვსწავლობთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს და დარწმუნებული ვარ, ამ ახალი შეთავაზებით ხელს შევუწყობთ მცირე ბიზნესის მფლობელებს გაზარდონ თავისი საქმიანობა და საკუთარი ფინანსები კიდევ უფრო ეფექტურად მართონ", - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

აქცია გრძელდება 30 აპრილამდე.

https://bit.ly/3v5cX44

(R)

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა