„სელფი“ გაერო-ს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია

„სელფი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაერო-ს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა.

„სელფის“ ინფორმაციით, ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ქალების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე, ზოგადად საზოგადოებაში.

ინფორმაციის თანახმად, კორპორაციული მდგრადობა „სელფის“ განუყოფელი ნაწილია და როგორც გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი, სელფი ზრუნავს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე. „სელფისთვის“, რომლის მმართველ გუნდს მნიშვნელოვანწილად ქალები შეადგენენ, განსაკუთრებით აქტუალურია ქალთა გაძლიერების შემდგომი მხარდაჭერა.

„ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში. გენდერული თანასწორობა და ქალთა როლის ზრდა აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის. გვსურს მადლობა გადავუხადოთ WEPs-ზე მომუშავე ადგილობრივ გუნდს და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას საქართველოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ „სელფი მობაილში“.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის