ლიეტუვის დაზვერვა - რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია

რუსეთს უკრაინაში ომის გაგრძელება სულ მცირე ორი წლის განმავლობაში შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის დაზვერვა ავრცელებს.

ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამხედრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთს საკმარისი რესურსები აქვს, რათა არსებული ინტენსივობით უკრაინაში ბრძოლა მომდევნო ორი წლის განმავლობაში განაგრძოს.

„ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია ნატო-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, კერძოდ ბალტიის ზღვის რეგიონში და ამ მიზნით, იგი თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის მიმართულებით აფართოებს“, - ნათქვამია ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ერთობლივ ანგარიშში.

ლიეტუვის დაზვერვის სამსახურების ცნობით, რუსეთი უკრაინაში ომს დიდ რესურსებს უთმობს და ასევე, კრემლმა შეიარაღებული ძალების რეფორმა დაიწყო.

„ეს რეფორმა გრძელვადიანი პროექტია, რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს და შეიძლება ათი წელიც კი გაგრძელდეს“, - აცხადებს ლიეტუვის დაზვერვა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა