გია ვოლსკი - ოპოზიციაში ყველას ერთი მშობელი დედა ჰყავს, რომელიც „ნაცმოძრაობაა“ - ეს ადამიანები ცხვრის ქურქსაც ვერ იცვამენ, არ ერგებათ

ოპოზიციაში ყველას ერთი მშობელი დედა ჰყავს, რომელიც „ნაცმოძრაობაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ოპოზიციის გადაჯგუფებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სხვა პარტიები "ნაციონალური მოძრაობისგან" არაფრით განსხვავებულები არ არიან არც სტრატეგიაში და არც სამომავლო ხედვებში.

“პოლიტიკური სუბიექტები ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალურ დონეს, განვითარებასა და პოლიტიკურ კულტურას, გამოცდილებას თუ ცოდნას ძალიან ჩამორჩნენ. ეს ადამიანები ცხვრის ქურქსაც ვერ იცვამენ, რადგან, ფაქტობრივად, არ ერგებათ. ოპოზიციაში ამ ადამიანებს, ყველას ერთი მშობელი დედა ჰყავთ, რომელიც "ნაცმოძრაობაა". როგორ შეიძლება ამ ადამიანებმა ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ ისინი იმ დანაშაულებს განერიდნენ, რაც ჩაიდინეს. "ნაცმოძრაობაც" ერიდება მის დანაშაულებს. ისინი არაფრით განსხვავებულები არ არიან არც სტრატეგიაში და არც სამომავლო ხედვებში. რასაკვირველია, ამას ამომრჩეველი არ მიიღებს. გარდა ამისა, პრიმიტიული ამოცანა დგას ქართველი ამომრჩევლის წინაშე - აქეთ არის სტაბილურობა, იქით დესტაბილიზაცია”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში