პაატა მანჯგალაძე - არჩევნებში ჩვენ  40%-მდე ავიღებთ, თუ 10%-ს ნიკა მელია და ნიკა გვარამია აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში

„სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, არჩევნებში ისინი 40%-მდე აიღებენ.

„ჩვენ ავიღებთ 40%-მდე, თუ 10%-ს ეგენიც [ნიკა მელია და ნიკა გვარამია] აიღებენ, მოვსულვართ ხელისუფლებაში, მადლობა მათ. 40%-მდე რომ ავიღებთ იქიდან ვიცი, რომ 2018 წელს გიორგი ვაშაძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად აიღო 40% და ახლაც მინიმუმ ასე ავიღებთ”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომ მსგავსი შედეგი არცერთმა საერთაშორისო კვლევამ არ აჩვენა, პაატა მანჯგალაძემ უპასუხა, რომ 2018-ში 17%-ს უწერდნენ და 40% მიიღეს, ახლა კი უფრო მეტს უწერენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია